tornike

/tornike
­

About tornike

This author has not yet filled in any details.
So far tornike has created 4 blog entries.

რადიო ჰერეთი – მეცხვარეთა პრობლემები

December 20th, 2013|აუდიო|0 Comments

ბექა გონაშვილი – მეცხვარეთა ასოციაციის თავჯდომარე

December 20th, 2013|ვიდეო|0 Comments

მეცხვარეთა ასოციაციის პირველი კონფერენეცია

December 20th, 2013|ვიდეო|0 Comments

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის პირველ კონფერენციას დაესწრო.
კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად და მეცხვარეობის დარგის აქტუალურ თემებზე სასაუბროდ, თბილისში კახეთიდან და ქვემო ქართლიდან ოცდაათამდე მეცხვარე ჩამოვიდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი, სოფლის მეურნეობის სექტორის ასოციაციების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
მეცხვარეებმა ისაუბრეს საძოვრებზე მაღალი საიჯარო გადასახადების, პირუტყვის გადასარეკი ტრასების ინფრასტრუქტურის, ცხვრის გასაღების ბაზრების, პირუტყვის გავრცელებული დაავადებების, სადაზღვევო სისტემის არარსებობის და დარგში არსებულ კიდევ მრავალ აქტუალურ საკითხზე.
„ჩვენ მზად ვართ თქვენთან ერთად დავიწყოთ მუშაობა მეცხვარეობის განვითარების სახელმწიფო პროგრამაზე, რადგან საკითხი კომპლექსურია და სისტემურ მიდგომას საჭიროებს. მომავალი წლიდან მეცხვარეებს მეტი შესაძლებლობა ექნებათ გამოიყენონ შეღავათიანი აგროკრედიტის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მომავალი წლიდან უკვე სახეშეცვლილი იქნება, ახალი ფორმულით, სადაც 50 პროცენტი სახელმწიფო გრანტი იქნება, 40 პროცენტი კრედიტი, ხოლო დარჩენილი 10 პროცენტი – ფერმერის მხრიდან თანადაფინანსება. ასევე მომავალი წლის ბიუჯეტში უკვე ჩადებულია მეცხოველეობის სასელექციო ფერმის გაკეთება, რაც თავისთავად ცხვარსაც მოიცავს,” _ განაცხადა კონფერენციაზე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ დავით გალეგაშვილმა.
კონფერენციის ბოლოს მონაწილეებმა ქვეყნის ხელისუფლებისადმი სპეციალური მიმართვის ტექსტი შეიმუშავეს, სადაც ხაზი გაუსვეს თავიანთ მზადყოფნას ქვეყნის ხელისუფლებასთან ერთად დაიწყონ მუშაობა მეცხვარეობის დარგის განვითარებისთვის.

December 20th, 2013|სიახლეები|0 Comments