ისტორიული მიმოხილვა
ადამიანმა ცხვრის მოშინაურება და მისი პროდუქტების გამოყენება უხსოვარი დროიდან დაიწყო. გარეულ ცხვარს მარტყლი არ აქვს ქონდა. დღეისათვის გავრცელებულ 500-მდე ჯიშიდან, მხოლოდ 43-ს არ აქვს მატყლი. უმატყლო ცხვრისგან სელექციით მირეს უხეშმატყლიანი ცხვარი, დროთა განმავლობაში კი, მცირე აზიის ქვეყნებში გამოიყვანეს წმინდა და ნახევრადწმინდა მატყლიანი ცხვრის ჯიშები.მეცხვარეობას ქართველური ტომები უძველესი დროიდან მისდევდნენ რაც დასტურდება თუნდაც მითით არგონავტების შესახებ, რომლებიც კოლხეთში ჩამოვიდნენ ოქროს საწმისის, ანუ ოქროს ცხვრის ტყავის წასაღებად. ხალხური სელექციის მაღალ კულტურაზე მოწმობს ის ფაქტიც, რომ საქართველოში გამოყვანილია ორი აბორიგენული ჯიშის ცხვარი: თუშური და იმერული.საქართველოში უხსოვარი დროიდან ხდებოდა ზამთრის და ზაფხულის საძოვრების გამოყენება პირუტყვის საკვებად, შესაბამისად თუშური ჯიშის ცხვარის ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო მომთაბარე მეურნეობების არსებობამ. ამ ჯიშს ჩამოუყალიბდა ცვალებად კლიმატთან ადვილად შეგუებადი ბუნება, სტრესის მიმართ მდგრადობა. ძლიერი “მუხლი” დიდ მანძილზე, დაახლოებით 4 000 კმ-მდე წელიწადში, გადაადგილების შესაძლებლობას იძლევა. თუშური ცხვრის წილი შეიძლება განისაზღვროს დღევანდელი პოპულაციის 85-90 %-ით, ხოლო იმერულის წილი კი ძალიან მცირეა, დაახლოებით 10 დან 15 ათას სულამდე. ამასთან გასული საუკუნის 50-იან წლებში იყო მცდელობა შექმნილიყო სხვა ქართული ჯიშები.

თუშური ცხვარი
თუშური ცხვრის გავრცელების არეალია აღმოსავლეთ საქართველო, რომელიც ხალხური სელექციის მეთოდით იქნა მიღებული რამდენიმე ჯიშის კონსოლიდაციით. კერძოდ მისი წარმოშობა დაკავშირებულია ქართველთა მონათესავე წოვა თუშების გადმოსახლებასთან საქართველოს ტერიტორიაზე X საუკუნის მეორე ნახევრიდან. მოხდა მათი უხეშმატყლიანი და დუმიანი ცხვრის შეჯვარება იმ დროისთვის ჩვენთან გავრცელებულ წმინდა და ნახევრად წმინდა მატყლიან ცხვრის ჯიშებთან, ხოლო მომდევნო ეტაპზე მოხდა ამ ცხვრების შეჯვარება ყარაბაღულთან, რომელიც გავრცელებული იყო და არის დღევანდელი Aზერბაიჯანის ტერიტორიაზე.ამ ჯიშის პოპულარობა გამოიწვია იმან, რომ მას გამომუშავებული აქვს ამტანიანობა მომთაბარე მეცხვარეობის დროს, მას სეზონზე დაახლოებით 600-700 კილომეტრი გრძელი მანძილის გავლა უწევს ზამთრის საძოვრიდან მთის იალაღებისკენ, მას “ძლიერი ფეხი” აქვს და ადვილად ეგუება გარემო პირობებს. მისთვის საძოვრად ვარგისია როგორც ნახევრად უდაბნოს ტიპის მწირი მიწები, ისე ზაფხულობით კავკასიონის ხშირად ადამიანთათვის ძნელად მისადგომი ციცაბო მთები, რომელიც ხშირ შემთხვევაში მიუვალია ძროხისთვის და სხვა პირუტყვისთვის.
ვერძის ცოცხალი მასა საშუალოდ არის 60-80 კგ ფარგლებში, გამონაკლისი მაქსიმალური წონა დაფიქსირებული გვაქვს 106 კილოგრამი.ნერბის წონა არის 40-50 კგ-ის ფარგლებში.

ქართული ნახევრად წმინდამატყლიანი ცხიმკუდიანი ცხვარი
ადგილობრივი თუშური ნერბებისა და წმინდამატყლიანი ვერძების (რამბულიე და პრეკოსი) შეჯვარების შედეგად 1948 წელს მიღებული ჯიშია რომელის ცოცხალი მასა არის: ნერბების – 46-47 კგ, ხოლო ვერძების 65-70 კგ. ზოგიერთი ეგზემპლიარის მასა აღწევს: ნერბების 60-65 კგ, ხოლო ვერძების – 125-126 კგ
სამწუხაროდ აღნიშნული ჯიში გადაშენების პირასაა. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, ვასილ ღლიღვაშვილის გადმოცემით, მის ფერმაში ახერხებს რამდენიმე ინდივიდის შენარჩუნებას დღემდე.

ქართული წმინდამატყლიანი ცხიმკუდიანი ცხვარი
გამოყვანილია 1954 წელს თუშური ნერბებისა და წმინდამატყლიანი ვერძების შეჯვარებით, მასში შეთავსებულია ცხიმკუდი და წმინდა მატყლი. ნერბების წონა – 52-54 კგ, ხოლო ვერძების – 76-78 კგ
სამწუხაროდ აღნიშნული ჯიშის სანაშენე ბირთვიც ფაქტიურად გამქრალია.

იმერული ცხვარი
იმერული ცხვარი IV-VI საუკუნეებში, ხალხური სელექციის გზით არის გამოყვანილი დასავლეთ საქართველოში, არის უხეშმატყლიანი, რომელიც მეცნიერთა ვარაუდით წარმოიშვა კოლხური ნაზმატყლიანის შეჯვარებით სხვა ჯიშის უხეშმატყლიან ცხვართან.ამ ჯიშის უნიკალურობა მდგომარეობას მის გენერაციულ ფუნქციებში, მრავლდება წლის ნებისმიერ დროს, ბატკნის მოგებიდან (მშობიარობიდან) 20-25 დღეში მოდის ნერბვაზე და იენრბება, 11-14 თვის თოხლი უკვე იგებს ბატკანს. სხვა ჯიშებთან შედარებით მაკეობის პერიოდი მოკლეა, 137-143 დღე. ერთ დადოლებაზე იგებს 2-3 ბატკანს მინიმუმ, ხოლო უფრო იშვიათად 4-5 ბატკანსაც კი. პრაქტიკაში მათი წონა არის: ვერძისა – 35-45 კგ, ხოლო ნერბისა 25-35 კგ. გამოთვლილია რომ მას წლის განმავლობაში შეუძლია მოგვცეს 40 კილოგრამამდე ხორცი და 3-4 კილო მატყლი. მისი ხორცი პრაქტიკულად არ შეიცავს ცხიმს და არის “დიეტური” საჭმელი.